The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



არჩილ გელოვანი

არჩილ გელოვანი
Date of birth:27 November, 1915
Date of death:19 August, 1978  (at 62 years)
Burial location:ნოვოდევიჩის სასაფლაო, მოსკოვი
Category:Engineer, Military Person

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი სპათაგორი, ცაგერის რაიონი (ყოფილი ლეჩხუმის მაზრა).

დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტი 1936 წელს; ლენინგრადის ფ. ძერჟინსკის სახელობის სამხედრო-საზღვაო სასწავლებელი 1939 წელს.

1939 წლიდან მსახურობდა არმიაში; II მსოფლიო ომის დროს ხელმძღვანელობდა სამხედრო-საზღვაო და საფორტიფიკაციო მშენებლობებს; 1945 წლიდან მუშაობდა შავი ზღვის ფლოტის საინჟინრო სამმართველოში სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობაზე; 1949 წლიდან იყო სამხედრო-საზღვაო ძალების მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე, იმავე სამმართველოს უფროსი და შავი ზღვის ფლოტის სარდლის თანაშემწე მშენებლობის დარგში 1953 წლიდან; 1964–1969წწ. იყო სარაკეტო ჯარების მთავარსარდლის მოადგილე მშენებლობის დარგში და სამხედრო საბჭოს წევრი; 1969–1971წწ. სსრკ  თავდაცვის სამინისტროს სამშენებლო სამმართველოს უფროსის პირველი მოადგილე; 1971–1974წწ.  სსრკ თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო ექსპერტიზის უფროსი; 1974–1987წწ. სსრკ თავდაცვის მინისტრის მოადგილე სამხედრო მშენებლობისა და ჯარების განლაგების დარგში. საბჭოთა სამხედრო მშენებლობის ისტორიაში საინჟინრო ჯარების პირველი მარშალი (1977). 

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.581

Member of Organizations

  • რსფრ VII-VIII მოწვევების უმაღლესი საბჭო, დეპუტატი

Awards and Honors

  • 1977 - სსრკ სახელმწიფო პრემია
  • 1971 - რსფსრ დამსახურებული ინჟინერი
  • 1968 - ლენინური პრემია
  • 1962 - უკრაინის რესპუბლიკის დამსახურებული ინჟინერი
  • სევასტოპოლის საპატიო მოქალაქე

Share: