შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ავთანდილ გელოვანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. მესტია. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო ფაკულტეტი გეოლოგიის სპეციალობით. 1956 წლიდან იყო საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის მსახიობი სალაპარაკო ჟანრში; 1955–1961წწ. საქართველოს სახელმწიფო საესტრადო ორკესტრის "რეროს" მსახიობი; 1961–1966წწ. საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის პროგრამების რეჟისორი; 1967–1975წწ. პროგრამების დამდგმელი რეჟისორი; 1975–1976წწ. მინიატურების სახელმწიფო თეატრის მთავარი რეჟისორი; 1976–1988წწ. საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის საესტრადო სამმართველოს მთავარი რეჟისორი და სამხატვრო ხელმძღვანელი; 1988–1992წწ. მთავარი რეჟისორი; 1992–1994წწ. თბილისის თ. ჩანტლაძის სახელობის სატირისა და იუმორის თეატრის სალიტერატურო ნაწილის გამგე; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.581
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |