შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გაბრიელ გელოვანი![]()
ბიოგრაფიაიზრდებოდა გელათში. ვახტანგ VI გაჰყვა რუსეთში 1724 წელს. იყო მთავარი საპოლიცმაისტერო კანცელარიის კაპიტანი 50–იან წლებში. რუსული ენიდან თარგმნა გეოგრაფიის სახელმძღვანელო "ღეოღრაფია ანუ მოკლედ ქვეყნის სიმრგულისათვის აღწერა" და ბოლოსიტყვაობას დაურთო მემუარული ხასიათის თხზულება "მცირე ანდერძი", რომელშიც გადმოცემულია ავტობიოგრაფიული ცნობები, აღწერილია ვახტანგ VI–ის ამალის მგზავრობა ასტრახანამდე. 1748 წელს მას გადაეცა რუსეთის სინოდის დადგენილება ქართველი მღვდელმთავრებისათვის (რომანოზ სამთავნელი, იოსებ სამებელი, იოანე მანგლელი) ჩასაბარებლად. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.581 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |