Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნინელი ჭანკვეტაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1979 წელს. 1979 წლიდან დღემდე მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის მსახიობია. მონაწილეობდა მიხეილ თუმანიშვილის მიერ დადგმულ სპექტაკლებში: მოლიერის "დონ ჟუანი", დ. კლდიაშვილის "ბაკულას ღორები", უაილდერის "ჩვენი პატარა ქალაქი", უ. შექსპირის "ზაფხულის ღამის სიზმარი", ჟიროდუს "ამფიტრიონ 38", "ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს" და სხვ. ფილმებში: "ცხელი ზაფხულის სამი დღე", "კუკარაჩა", "მარტოხელა მონადირე", "საფეხური", "რობინზონიადა", "ორომტრიალი", "რჩეული", "ანას დაბადების დღე" და სხვ. 2002-2003 წწ. იყო წამყვანი სატელევიზიო შოუსი "ხალხის პირისპირ". მიღებული აქვს თეატრალური საზოგადოების პრემია ქალის როლის საუკეთესო შესრულებისათვის (1979, 1985, 1995), ვ. ანჯაფარიძის სახელობის მედალი, რუსთავის თეატრალურ ფესტივალ "ოქროს ნიღბის" დიპლომი (1996), ნ. ვაჩნაძის სახ. ქართული ფესტივალის პრემია, ნ. ჩხეიძის სახელობის დიპლომი (2003), "ოქროს არწივი" კიევის ახალგაზრდულ კინოფესტივალზე, "ოქროს ნიღაბი" (2003). წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – 1998-1999. - გვ. 395; ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 2006.-გვ.558; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.132 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |