The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თეიმურაზ ჭანიშვილი

თეიმურაზ ჭანიშვილი
დაბადების თარიღი:17 ივნისი, 1924
გარდაცვ. თარიღი:2007  (82 წლის ასაკში)
კატეგორია:ბიოლოგი, ექიმი, თანამდებობის პირი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1944 წელს.

1945 წელს დაიწყო მუშაობა თბილისის ვაქცინებისა და შრატების ინსტიტუტში, სადაც მან თითქმის 60 წელი იმუშავა და განვლო გზა ექიმ-ბაქტერიოლოგიდან ინსტიტუტის დირექტორამდე. 1952-1955 და 1958-1960წწ. იყო თბილისის ვაქცინებისა და შრატების ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე წარმოების დარგში, ხოლო 1960-1997წწ. დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში. 1997-2006წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გ. ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტს ხელმძღვანელობდა. ეწეოდა ნაყოფიერ პედაგოგიურ მოღვაწეობასაც. 1970 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დააფუძნა მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის კათედრა, რომელსაც 1975 წლამდე თავად ხელმძღვანელობდა. 1975-2003წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიკრობიოლოგიის და ვირუსოლოგიის კათედრის პროფესორი. 300-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორია.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "დიზენტერიული ბაქტერიოფაგები", დაიცვა 1970 წელს.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – 1998-1999. - გვ. 394; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.346

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს გენეტიკოსთა და სელექციონერთა სამეცნიერო საზოგადოება, წევრი
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1993-)
  • ჯ. სოროსის განათლების საერთაშორისო პროგრამის ცენტრალური საბჭო, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1999 - ღირსების ორდენი
    საქართველოში მიკრობიოლოგიის მეცნიერების განვითარებაში შეტანილი თვალსაჩინო წვლილისათვის, ნაყოფიერი სამეცნიერო, პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის
  • 1984 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: