The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ჭოლა წულაძე

ჭოლა წულაძე
ოფიციალური სახელი:ლევან წულაძე
დაბადების თარიღი:18 მარტი, 1965  (60 წლის)
კატეგორია:რეჟისორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

1986 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო, ხოლო 1990 წელს სარეჟისორო ფაკულტეტები.

1990-1992წწ. მუშაობდა კინომსახიობთა თეატრში; 1990-1997წწ. მოზარდ მაყურებელთა თეატრში; 1992-1998წწ. რუსთაველის თეატრში; 1990 წლიდან თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტში; 1997 წლიდან თეატრალური სარდაფის რეჟისორია; 2006 წლიდან მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი. დადგმული აქვს სპექტაკლები თეატრალური ინსტიტუტის, მარჯანიშვილის თეატრის, თეატრალური სარდაფის, რუსთაველის, სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრისა და რუსთავის მუნიციპალური თეატრის სცენებზე.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – 1998-1999. - გვ. 391

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2009 - თეატრალური პრემია "დურუჯი"
  • 2005 - ღირსების ორდენი
  • 2005 - თეატრალური საზოგადოების ყოველწლიური კონკურსის პრემია
  • 2005 - სანდრო ახმეტელის სახელობის პრემია

გააზიარე: