შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნოდარ ბაკაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1981 წელს. 1982–1988წწ. იყო მოსკოვის ა. მიასნიკოვის სახელობის კარდიოლოგიის ცენტრის ანგიო–რენტგენოლოგიური განყოფილების უფროსი ლაბორანტი; 1988–1990წწ. ამავე განყოფილების უფროსი; 1991 წლიდან უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი. ავტორია 35 სამეცნიერო ნაშრომის. გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფია; მისი ხელმძღვანელობით დაცულია 2 საკანდიდატო დისერტაცია. ექიმი–კარდიოლოგი, რადიოლოგ–რენტგენოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "კლინიკო–ანგიოგრაფიული დახასიათება გულის იშემიური დაავადების დროს მოხუცების (60 წელს გადაცილებულ) ასაკში", დაიცვა 1989 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.28 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |