The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვახტანგ ბარკალაია

ვახტანგ ბარკალაია
დაბადების თარიღი:2 იანვარი, 1951  (73 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სოხუმი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1974 წელს.

1977–1978წწ. მუშაობდა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში; 1978 წლიდან აკადემიკოს კ. ჩაჩავას სახელობის პერინატალური მედიცინისა და მეანობა–გინეკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომელი. ავტორია 12 სამეცნიერო ნაშრომის. მეან–გინეკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, მეცნიერ–თანამშრომელი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ც.ნ.ს. განვითარების მანკების სიხშირე საქ. სსრ–ში და მისი პროფილაქტიკის გზები".

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.29

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მეან-გინეკოლოგთა კავშირი, წევრი

გააზიარე: