The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვლადიმერ გარაყანიძე

ვლადიმერ გარაყანიძე
დაბადების თარიღი:13 მარტი, 1900
გარდაცვ. თარიღი:7 მარტი, 1971  (70 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ქალაქი ჟუკოვსკი, მოსკოვის ოლქი
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი:  ქ. თბილისი. 

1922 წელს საქართველოდან სასწავლებლად მიავლინეს მოსკოვის კონსერვატორიაში; პარალელურად სწავლობდა მოსკოვის უნივერსიტეტის ფიზიკა–მათემატიკის ფაკულტეტზე; გატაცებული იყო პლანერიზმით; 1924 წლიდან იყო მოსკოვის ნ. ჟუკოვსკის სახელობის სამხედრო–საჰაერო საინჟინრო აკადემიის აერონავტიკის ლაბორატორიის ხელმძღვანელი; 1924 წელს საზოგადოებრივ საწყისებზე ჩამოაყალიბა ჰაერნაოსანთა წრე, რომელსაც შემდეგ "გარაყანიძის ჰაერსანაოსნო სკოლა" უწოდეს; მონაწილეობდა სსრკ საპლანერო სადგურის მშენებლობაში; 1925 წლიდან იყო საპლანერო სპორტის ინსტრუქტორი; 1926 წელს მისი უშუალო ხელმძღვანელობით პლანერიზმს დაეუფლა ს. კოროლიოვი (შემდეგ სარაკეტო ტექნიკის ცნობილი გენერალური კონსტრუქტორი); 1927 წლიდან მუშაობდა გ. ჟუკოვსკის სახელობის აეროჰიდროდინამიკის ინსტიტუტში, სადაც დირიჟაბლმშენებლობას ა. ტუპოლევი განაგებდა; 1932 წლის 9 აპრილს განხორციელდა ვ. გარაყანიძის დირიჟაბლის "სსრკ - ვ - 1" პირველი აფრენა; მან მსოფლიოში პირველმა წყალზე დასვა დირიჟაბლი, მგზავრები ნავებში გადმოსხა, ტვირთი მიიღო და გაფრინდა; მომდევნო წლებში აიგო ვ. გარაყანიძის კონსტრუქციის დირიჟაბლების სერია; 1933 წელს პირველი სტრატოსტატის "სსრკ -1" სარეკორდო გაშვებისას გარაყანიძე სტარტს ხელმძღვანელობდა (სტრატოსტატი აფრინდა 19 ათას მეტრ სიმაღლეზე და მსოფლიო რეკორდი დაამყარა); მისი ბოლო მოდელის დირიჟაბლი ვ-12 შეუცვლელი აღმოჩნდა, იყენებდნენ მეორე მსოფლიო ომის პერიოდში; მან დიდი წვლილი შეიტანა კოსმოსის კვლევის საქმეში; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. აერონავტი, აეროსტატების გამომცდელი, დირიჟაბლების ერთ-ერთი პირველი ქართველი კონსტრუქტორი, ინჟინერ-კონსტრუქტორი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.555


გააზიარე: