The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიგლა ბარამიძე

გიგლა ბარამიძე
ოფიციალური სახელი:გრიგოლ ბარამიძე
დაბადების თარიღი:4 იანვარი, 1960  (64 წლის)
კატეგორია:დიპლომატი, მეცნიერი, პედაგოგი, პოლიტიკოსი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი არმენოლოგიის სპეციალობით 1981 წელს; 1982-1984წწ. გაიარა შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ისტორიის ინსტიტუტის ასპირანტურა.

1982-1985წწ. ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერ-თანამშრომელი, უფროსი მეცნიერ თანამშრომელი;1985-1992წწ. სახელმწიფო უნივერსიტეტის, ქ. თბილისის, რესპუბლიკის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე, პირველი მდივანი; 1994-1995წწ. პრეზიდენტის მრჩეველი; 1995-1999წწ. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სომხეთის რესპუბლიკაში; 1997-2002წწ. საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებული სამხრეთ საქართველოში (სამცხე-ჯავახეთი); 2004-2013წწ. პოლიტიკური დევნილი; 2014 წლიდან ეწევა პოლიტიკურ და მეცნიერულ საქმიანობას; სხვადასხვა დროს მუშაობდა აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე ლექტორად; იყო  უფროს მეცნიერ თანამშრომლი, უნივერსიტეტის კომკავშირის კომიტეტის თავჯდომარე, ქალაქკომის პირველი მდივნი, საორგანიზაციო კომიტეტის პირველი მდივნი, მოქალაქეთა ახალგაზრდული კავშირის თავმჯდომარე, საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე, სპორტის ოსტატი, არმენოლოგთა საერთაშორისო კონგრესების (გერმანია, ერევანი, მოსკოვი, თბილისი) მონაწილე; გუბერნატორობის პერიოდში მისი უშუალო თანამონაწილეობითა და ორგანიზებით მხარეში გატარდა მნიშვნელოვანი რეფორმები სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერების კუთხით, რამაც შესაძლებელი გახადა რეგიონის სტაბილური განვითარების პერსპექტივა; სამხრეთ საქართველოდან გაყვანილ იქნა უცხო ქვეყნის სამხედრო ბაზები და მათ ნაცვლად რეგიონში და საზღვრის მთელ პერიმეტრზე განთავსდნენ ქართველი ჯარისკაცები; ასევე, განხორციელდა, როგორც რეგიონული, ასევე საერთაშორისო მასშტაბის პროექტები; გაიხსნა თბილისის სასწავლებლების ადგილობრივი ფილიალები, აღდგა ეროვნული სიმბოლიკა, პირველად საქართველოში ახალციხეში აღიმართა წმინდა მეფეთა მეფე თამარის ძეგლი; არის 100-ზე მეტი გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომისა და მონოგრაფიის ავტორი; მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი; დაჯილდოებულია საქართველოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II მედლით (2000 წელი მართლმადიდებლობის), ყოველთა სომეხთა კათოლიკოსის, გარეგინ I ორდენით (სპიტაკის მიწისძვრით დაზარალებულთათვის გაწეული განსაკუთრებული დახმარებისთვის). აღმოსავლეთმცოდნე, სამართალმცოდნე, ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი.

საკანდიდატო დისერტაცია თემა - "შუა საუკუნეების ქართულ-სომხური ლიტერატურული ურთიერთობები", დაიცვა 1991 წელს.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. -თბ., 1996-1997. -გვ.35; დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები, 1991-2021: ნაწილი 1/ ჭუმბურიძე, ზვიად. - თბ., 2021. გვ.40

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • მოქალაქეთა ახალგაზრდული კავშირი , თავჯდომარე

გააზიარე: