The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გურამ ბარნოვი

დაბადების თარიღი:8 თებერვალი, 1931  (93 წლის)
კატეგორია:მეცნიერი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1954 წელს.

1958-1966წწ. მუშაობდა ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად, 1966-1989წწ. უფროს მეცნიერ-თანამშრომელად; 1988-1993წწ. პედაგოგიური ინსტიტუტის ქართული ლიტერატურის კათედრის გამგე; 1989-1992წწ. ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში; 1992-1993წწ. დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, 1993 წლიდან დირექტორი. ავტორია წიგნებისა: "ვაჟა-ფშაველას შემოქმედების ხალხური წყაროები", "წერილები" (60-ზე მეტი წერილი).

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ვაჟა-ფშაველას პოეზიის ხალხური წყაროები", დაიცვა 1991 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "მხატვრული სიტყვა და თანამედროვე სალიტერატურო კრიკიტიკა", დაიცვა 1993 წელს.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. -თბ., 1996-1997. -გვ.35

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1985 - საქართველოს მწერალთა კავშირის ყოველწლიური პრემია, საუკეთესო კრიტიკული წერილებისათვის

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: