The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გაბრიელ გოკიელი

გაბრიელ გოკიელი
დაბადების თარიღი:1869
გარდაცვ. თარიღი:18 თებერვალი, 1958  (89 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ახალციხე.

დაამთავრა ხარკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი 1898 წელს.

პირველად მუშაობა დაიწყო მოსკოვის თერაპიულ კლინიკაში; 1901 წლიდან გარდაცვალებამე მუშაობდა ქუთაისში; იყო საქართველოში ფიზიოთერაპიული მეთოდებით მკურნალიბის ერთ–ერთი პიონერი; მისი თაოსნობითა და ნაწილობრივ მისივე სახსრებით ქუთაისში აგრონომიულ ტექნიკუმთან აშენდა მბულატორია და რამდენიმე საწოლიანი საავადმყოფო, სადაც უსასყიდლოდ ემსახურებოდნენ ტექნიკუმის მოსწავლეებსა და პედაგოგებს, აგრეთვე ქუთაისის დრამატული თეატრის მსახიობებს; იკვლევდა ქართველი ხალხის მედიცინის ისტორიის საკითხებს, აბასთუმნის საკურორტო ფაქტორებს; აქვეყნებდა სამეცნიერო–პოპულარულ წერილებს; საზოგადო მოღვაწე.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.80

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქუთაისის საექიმო საზოგადოება, ერთ–ერთი დამაარსებელი

ბიბლიოგრაფია

  • ხოლერა : მოკლე დარიგება (ავტორი). - ქუთაისი, იოსებ ხელაძის სტ., 1911. - 15გვ.

გააზიარე: