შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლევან გოკიელი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მათემატიკის ფაკულტეტი 1924 წელს. 1934-1970წწ. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მათემატიკის დაფუძნებისა და ისტორიის კათედრის გამგედ; 1935-1948წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მათემატიკის ინსტიტუტში; 1948-1953წწ. ამავე აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტში; მისი ძირითადი შრომები ეხება მათემატიკის ფილოსოფიურ და ლოგიკურ, მათემატიკის ისტორიის, აგრეთვე ლოგიკისა (დიალექტიკური ლოგიკა) და მისი ფილოსოფიის დაფუძნების საკითხებს; შეიმუშავა ეგრეთ წოდებული "ძირეული დასკვნების" თეორია, რომელიც, მისი აზრით, საფუძვლად უნდა დაედოს ერთიან ლოგიკას; ამ თეორიის საფუძველზე მან ახსნა მათემატიკური და ლოგიკური პარადოქსები; დაჯილდოებულია მედლებით; ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1935), პროფესორი (1936). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.81 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |