The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლევან გოკიელი

ლევან გოკიელი
დაბადების თარიღი:3 დეკემბერი, 1901
გარდაცვ. თარიღი:3 იანვარი, 1975  (73 წლის ასაკში)
კატეგორია:მათემატიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი, ფილოსოფოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მათემატიკის ფაკულტეტი 1924 წელს.

1934-1970წწ. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მათემატიკის დაფუძნებისა და ისტორიის კათედრის გამგედ; 1935-1948წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მათემატიკის ინსტიტუტში; 1948-1953წწ. ამავე აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტში; მისი ძირითადი შრომები ეხება მათემატიკის ფილოსოფიურ და ლოგიკურ, მათემატიკის ისტორიის, აგრეთვე ლოგიკისა (დიალექტიკური ლოგიკა) და მისი ფილოსოფიის დაფუძნების საკითხებს; შეიმუშავა ეგრეთ წოდებული "ძირეული დასკვნების" თეორია, რომელიც, მისი აზრით, საფუძვლად უნდა დაედოს ერთიან ლოგიკას; ამ თეორიის საფუძველზე მან ახსნა მათემატიკური და ლოგიკური პარადოქსები; დაჯილდოებულია მედლებით; ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1935), პროფესორი (1936).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.81

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საერთაშორისო სამეცნიერო ორგანიზაცია, წევრი
  • საქართველოს მათემატიკის საზოგადოება, პრეზიდენტი (1967-1971)
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, წევრ–კოპესპონდენტი (1961-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1944 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • ლენინის ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: