შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მიხეილ გარაყანიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტი არქიტექტორ–მშენებლის სპეციალობით 1938 წელს. მუშაობდა თბილისის საპროექტო ორგანიზაციებში 1941 წლამდე; 1941–1945 წლებში მონაწილეობდა II მსოფლიო ომში; პედაგოგიური მოღვაწეობა დაიწყო 1946 წლიდან. სწავლობდა და იკვლევდა ხალხური ხის ხუროთმოძღვრებას. მუშაობდა არქიტექტურულ–სამშენებლო ტერმინოლოგიის საკითხებზე. იყო თბილისის ზონალური სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო ნაწილში 1970 წლამდე. 1971 წლიდან გადავიდა ოდესაში, სადაც გარდაცვალებამდე განაგებდა სამშენებლო ინსტიტუტის არქიტექტურის კათედრას. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.555 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |