შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ანზორ წოწონავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. სოხუმი. დაამთავრა მოსკოვის პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1964 წელს; შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია 1978 წელს. 1963-1968წწ. აფხაზეთის საოლქო კომიტეტი; 1968-1970წწ. სამხედრო სავალდებულო სამსახური; 1970-1973წწ. აფხაზეთის შსს, უფროსის მოადგილე; 1973-1978წწ. აფხაზეთის შსს, განყოფილების უფროსი; 1978-1989წწ. გულრიფშის შინაგან საქმეთა რაიგანყოფილების უფროსი; 1989-1990წწ. აფხაზეთის ავტოინსპექციის მეთაური; 1990-1992წწ. სოხუმის შინაგან საქმეთა სამმართველოს უფროსის მოადგილე; 1992-1995წწ. საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი გულრიფშის №9/75 ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქიდან; 1995-1999წწ. საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტი, საარჩევნო ბლოკი: აფხაზეთის დეპუტაცია, საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 1999-2004წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: საქართველოს მოქალაქეთა კავშირი, საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი გულრიფშის საარჩევნო ოლქიდან; აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი. ავტორია 32 ნაშრომისა სამართალდამცავი ორგანოების მუშაობის სრულყოფილი სისტემის ჩამოყალიბების საკითხებზე. დაჯილდოებულია: საბრძოლო დამსახურებისათვის საიუბილეო მედლით (1969, 1970), შს ორგანოებში შეუბღალავი მუშაობისათვის (1973, 1983, 1991). იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "კრიმინოგენური სიტუაციის განსაზღვრა და მასზე რეაგირების სისტემა", დაიცვა 1987 წელს. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – 1998-1999. - გვ. 390; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; წიგნი ღირსებისა: ტ. 5./ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.22; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.391 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |