The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ანზორ წოწონავა

ანზორ წოწონავა
დაბადების თარიღი:20 მარტი, 1939  (85 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, იურისტი, მეცნიერი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სოხუმი.

დაამთავრა მოსკოვის პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1964 წელს; შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია 1978 წელს.

1963-1968წწ. აფხაზეთის საოლქო კომიტეტი; 1968-1970წწ. სამხედრო სავალდებულო სამსახური; 1970-1973წწ. აფხაზეთის შსს, უფროსის მოადგილე; 1973-1978წწ. აფხაზეთის შსს, განყოფილების უფროსი; 1978-1989წწ. გულრიფშის შინაგან საქმეთა რაიგანყოფილების უფროსი; 1989-1990წწ. აფხაზეთის ავტოინსპექციის მეთაური; 1990-1992წწ. სოხუმის შინაგან საქმეთა სამმართველოს უფროსის მოადგილე; 1992-1995წწ. საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი გულრიფშის №9/75 ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქიდან; 1995-1999წწ. საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტი, საარჩევნო ბლოკი: აფხაზეთის დეპუტაცია, საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 1999-2004წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: საქართველოს მოქალაქეთა კავშირი, საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი გულრიფშის საარჩევნო ოლქიდან; აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი. ავტორია 32 ნაშრომისა სამართალდამცავი ორგანოების მუშაობის სრულყოფილი სისტემის ჩამოყალიბების საკითხებზე. დაჯილდოებულია: საბრძოლო დამსახურებისათვის საიუბილეო მედლით (1969, 1970), შს ორგანოებში შეუბღალავი მუშაობისათვის (1973, 1983, 1991). იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "კრიმინოგენური სიტუაციის განსაზღვრა და მასზე რეაგირების სისტემა", დაიცვა 1987 წელს.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – 1998-1999. - გვ. 390; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geწიგნი ღირსებისა: ტ. 5./ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.22; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.391

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო, თავმჯდომარის მოადგილე
  • საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1992-1995)
  • საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "19 თებერვალი", წევრი (1995-1995)
  • საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ნეიტრალები", წევრი (1993-1995)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1995-1999)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის ეკონომიკური რეფორმებისა და პოლიტიკის კომიტეტი, წევრი (1997-1997)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი, წევრი (1997-1999)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის საკონსტიტუციო, იურიდიულ საკითხთა და კანონიერების კომიტეტი, წევრი (1995-1999)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "აფხაზეთი", წევრი (1995-1999)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1999-2004)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის იურიდიულ საკითხთა, კანონიერებისა და ადმინისტრაციული რეფორმების კომიტეტი, წევრი (1999-2004)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის სამანდატო და ეთიკის საკითხთა ქვეკომიტეტი, ქვეკომიტეტის თავმჯდომარე (1999-2001)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი, წევრი (2001-2004)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ახალი აფხაზეთი - ქრისტიან დემოკრატები", ფრაქციის თავმჯდომარე (2001-2004)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2000 - ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი
  • შინაგან საქმეთა სამინისტროს დამსახურებული მუშაკი

ბიბლიოგრაფია

  • აფხაზეთი : პრობლემა, მიზეზები, გზები... (ავტორი). - თბილისი, ზენაარი, 2011. - 100გვ.. - ISBN: 978-9941-9150-4-8

გააზიარე: