Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გოგი წერეთელი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ლანჩხუთი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის გრაფიკის განყოფილება 1975 წელს; 1980 წელს სსრკ სამხატვრო აკადემიის გრაფიკის შემოქმედებითი სახელოსნო. 1972-1976წწ. იყო გამომცემლობა "საბჭოთა საქართველოს" მხატვარი რედაქტორი; მწერალთა კავშირის მთარგმნელობითი კოლეგიის მხატვარი; 1977 წლიდან ჟურნალ "ცისკრის" მხატვრული რედაქტორი; 1994 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის გრაფიკის შემოქმედებითი სახელოსნოს ხელმძღვანელი. მისი ნამუშევრები დაცულია ლუდვიგის მუზეუმში(გერმანია), რიო და-ჟანეიროს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, სოფიის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, აშშ, გერმანიის, ბელგიის, ჰოლანდიის, რუსეთის, საქართველოს კერძო კოლექციებში. 2000-იანი წლებიდან იგი უფრო მეტად წიგნის გაფორმებით იყო დაკავებული, ქმნიდა ილუსტრაციებსა და ექსლიბრისებს. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – 1998-1999. - გვ. 389; პრემია "საგურამოს" ლაურეატები: 2003-2017 წლები/რედაქტორ-შემდგენლები: ანდრო ბედუკაძე, ლანა უნდილაშვილი.-საგურამო, 2017.-გვ.189; ხელოვნების მუზეუმის ახალი კოლექცია, 2021-2022 = New collection of the Museum of Fine Arts / რედაქტორ-შემდგენელი ალექსანდრა გაბუნია. -თბ., 2022.- გვ. 216-217 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |