The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დავით ძოწენიძე

დავით ძოწენიძე
დაბადების თარიღი:24 აპრილი, 1957  (67 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, ინჟინერი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თერჯოლა.

დაამთავრა სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომექანიკის ფაკულტეტი 1978 წელს.

1978-1992წწ. იყო სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომობილების კათედრის ინჟინერი, მეცნიერ-თანამშრომელი, დოცენტი; 1992-1996წწ. სააქციო საზოგადოება "მერსედეს-ბენცის" წარმომადგენლობის გენერალური დირექტორი; 1996-1997წწ. ტრანსპორტის სამინისტროს სამმართველოს უფროსი, დეპარტამენტის უფროსი; 1997-1998წწ. საავტომობილო ტრანსპორტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე; 1998 წლიდან დეპარტამენტის თავმჯდომარე. არის 26 სამეცნიერო ნაშრომისა და ერთი გამოგონების ავტორი. კვლევის თემა: საქართველოს სამგზავრო საავტომობილო გადაზიდვების სისტემის სრულყოფის მეთოდების დამუშავება. ინჟინერ-მექანიკოსი. ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (2002).

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – 1998-1999. - გვ. 388; წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.90; საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.252; ინტერპრესნიუსი: interpressnews.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2001 - ღირსების ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: