Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
დავით ძოწენიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თერჯოლა. დაამთავრა სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომექანიკის ფაკულტეტი 1978 წელს. 1978-1992წწ. იყო სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომობილების კათედრის ინჟინერი, მეცნიერ-თანამშრომელი, დოცენტი; 1992-1996წწ. სააქციო საზოგადოება "მერსედეს-ბენცის" წარმომადგენლობის გენერალური დირექტორი; 1996-1997წწ. ტრანსპორტის სამინისტროს სამმართველოს უფროსი, დეპარტამენტის უფროსი; 1997-1998წწ. საავტომობილო ტრანსპორტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე; 1998 წლიდან დეპარტამენტის თავმჯდომარე. არის 26 სამეცნიერო ნაშრომისა და ერთი გამოგონების ავტორი. კვლევის თემა: საქართველოს სამგზავრო საავტომობილო გადაზიდვების სისტემის სრულყოფის მეთოდების დამუშავება. ინჟინერ-მექანიკოსი. ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (2002). წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – 1998-1999. - გვ. 388; წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.90; საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.252; ინტერპრესნიუსი: interpressnews.ge Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |