შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გოგი ბატიაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: თელავის რაიონი, სოფელი წინანდალი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1967 წელს. 1967–1968წწ. იყო ახმეტის რაიონის სოფელ ქისტაურის სასოფლო ამბულატორიის გამგე; 1968–1987წწ. აკადემიკოს მ. წინამძღვრიშვილის სახელობის კლინიკური და ექსპერიმენტული კარდიოლოგიის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1987–1994წწ. უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1994 წლიდან წამყვანი მეცნიერ–თანამშრომელი. ავტორია 30 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც ეხება სამამულო და უცხოური პრეპარატების კლინიკურ და ექსპერიმენტულ აპრობაციას. ეკუთვნის ერთი საავტორო უფლება. ექიმი კარდიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მცენარეული ციტოქრომი C გავლენა მიოკარდიუმის შეკუმშვად ფუნქციასა და ენერგეტიკულ ცვლაზე გულის სხვადასხვა ექსპერიმენტული პათოლოგიების დროს", დაიცვა 1985 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.29 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |