The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ანთიმოზ გელაშვილი

დაბადების თარიღი:13 მაისი, 1934  (89 წლის)
კატეგორია:მფრინავი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა სარატოვის ოლქის საფრენოსნო სკოლა 1954 წელს, ლენინგრადის სამოქალაქო ავიაციის აკადემია 1969 წელს. 1954 წლიდან მუშაობდა საქართველოს სამოქალაქო ავიაციაში; 1970–1989წწ. იყო სამმართველოს უფროსის მოადგილე საფრენოსნო მუშაობის ორგანიზაციაში; 1989 წლიდან საავიაციო სასწავლო–საწვრთნელი ცენტრის უფროსი; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

 წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.579; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.371

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1996 - ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენი
    საქართველოში რეაქტიული თვითმფრინავების დანერგვის, ათვისების, ავიაციის კადრების მომზადების საქმეში შეტანილი პირადი წვლილისათვის,სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისათვის ბრძოლაში აქტიური მონაწილეობისათვის
  • 1979 - სსრკ დამსახურებული მფრინავი

გააზიარე: