The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი ბერიძე

გიორგი ბერიძე
დაბადების თარიღი:18 ოქტომბერი, 1954
გარდაცვ. თარიღი:30 აგვისტო, 2014  (59 წლის ასაკში)
კატეგორია:ხელოვნების მუშაკი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1976 წელს; საქართველოს სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის კინოფაკულტეტის კინოსაოპერატორო განყოფილება 1986 წელს.

1976-1980წწ. მუშაობდა პოლიტექნიკურ ინსტიტუტში უმცროს მეცნიერ თანამშრომლად; 1980-1981წწ. თბილისის სახელმწიფო თოჯინების თეატრში სცენის მემონტაჟე; 1981 წლიდან  იყო კინოსტუდია "ქართულ ფილმში" რეჟისორის თანაშემწე, 1986-დან  კინოოპერატორი.  გადაღებული აქვს 30-მდე ფილმი, მათ შორის "ანემია"(1988),  "დახატული წრე"(1988),  "ტურანდოტი"(1990),  "მარტივი პასიანსი"(1990),  "ვალსი პეჩორანზე"(1992),  "ატრაქციონი"(1992),  "იავნანა"(1993),  "ოტელ კალიფორნია, ანუ ატუ ალაბა"(1996),  "შეყვარებული კულინარის 1001 რეცეპტი"(1995-1996) და სხვ.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. -თბ., 1996-1997. -გვ.38; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1996 - კინოფესტივალი "ოქროს არწივი", საუკეთესო ოპერატიული ნამუშევრისათვის, ფილმი "ოტელ კალიფორნია"
  • 1994 - იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემია
  • 1994 - კინოფესტივალი "ოქროს არწივი", საუკეთესო ოპერატიული ნამუშევრისათვის, ფილმი "იავნანა"
  • 1994 - საქართველოს სახელმწიფო პრემია
    ფილმისთვის "იავნანა"

გააზიარე: