Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ალექსანდრე გამყრელიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ონის რაიონი, სოფელი ჯინჭვისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ინგლისური ენისა და ლიტერატურის განყოფილება 1941 წელს. 1945–1965წწ. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის ინსტიტუტის წყაროთმცოდნეობის განყოფილების უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1965–1971წწ. ხელნაწერთა ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე. ალ. გამყრელიძეს ეკუთვნის მონოგრაფიები: "პომპონიუს მელას ცნობები საქართველოს შესახებ" (ტექსტი თარგმანითურთ), "ტაციტუსი და მისი ცნობები საქართველოს შესახებ", "პლინიუს უფროსის ცნობები საქართველოს შესახებ"; თარგმანები: უილ. თეკერეის "ამაოების ბაზარი", ფ. კუპერის "უკანასკნელი მოჰიკანი", რ. ლ. სტივენსონის "განძის კუნძული" და "შავი ისარი", ჯ. ლონდონის "თეთრი ეშვი", ლ. კეროლის "ალისა საოცრებათა ქვეყანაში", ჯ. გოლზუორთის"აშლის ყვავილი", ედგარ პოს "ოქროს ხოჭო" და სხვ., მისი რედაქტორობით არის გამოქვეყნებული: "სტრაბონის გეოგრაფია" (1957), "აპიანე, მითრიდატეს ომების ისტორია" (1959), "ჰიპოკრატეს ცნობები საქართველოს შესახებ" (1965), "ძლისპირნი" (1971) და სხვ. ლიტერატურათცოდნე, ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი (1948). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.545 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |