The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ანთიმოზ გამყრელიძე

ანთიმოზ გამყრელიძე
დაბადების თარიღი:1851
გარდაცვ. თარიღი:1894  (43 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:სოფელი უწერა, სამების ეკლესია
კატეგორია:პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი უწერა, ონის რაიონი.

სწავლობდა ქუთაისის გიმნაზიაში 1865 წელს, პეტერბურგის სამედიცინო–ქირურგიულ აკადემიაში 1872 წელს.

1875 წელს მუშაობდა სრულიად რუსეთის სოციალისტურ–რევოლუციურ ორგანიზაციაში; იყო ამ ორგანიზაციის აქტიური წევრი და ერთ–ერთი ხელმძღვანელი; დააპატიმრეს მოსკოვში 1875 წლის 11 აგვისტოს და 1877 წლის 14 მარტის განაჩენით 5 წლით კატორღა მიუსაჯეს; 1889 წელს გადაასახლეს ციმბირში; 1894 წელს საქართველოში დაბრუნდა.  

 წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.545


გააზიარე: