Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ზურაბ ცქიტიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ქიმიისა და კვების ტექნოლოგიის ფაკულტეტი სასურსათო პროდუქტების ტექნოლოგიის სპეციალობით 1965 წელს. 1965-1970წწ. იყო რძის კომბინატის ცვლის ოსტატი; 1971-1972წწ. - გარდაბნის რძის ქარხნის წარმოების უფროსი; 1972-1976წწ. - დირექტორი; 1976-1990წწ. - საქართველოს რძის მრეწველობის გაერთიანების მთავარი ინჟინერი; 1990-1993წწ. - თბილისის რძის კომბინატის გენერალური დირექტორი; 1993-1994წწ. - ამავე ქარხნის ბაზაზე შექმნილ ს/ს "ამალთეა"-ს გენერალური დირექტორი; 1995-1999წწ. საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს მოქალაქეთა კავშირი", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 1999-2004წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს მოქალაქეთა კავშირი", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2004-2007წწ. საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2006 წელს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების დამთავრებამდე ორი წლით ადრე, საკუთარი განცხადების საფუძველზე, დატოვა პარლმენტი. გამოქვეყნებული აქვს წიგნი, 30 სამეცნიერო ნაშრომი და 20 გამოგონება. არის საქართველოს კანონების: "დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ" - ავტორი და მომხსენებელი, "სავაჭრო პალატის შესახებ" - ავტორი და მომხსენებელი, "სურსათის ხარისხის და უვნებლობის შესახებ" - თანაავტორი და მომხსენებელი; 2019-2020წწ. გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ დაუმტკიცა მის მიერ მომზადებული (სურსათის უვნებლობის სფერო) რისკის შეფასების მოკლევადიანი განვითარების კონცეფცია. ამავე პერიოდში სხვათა და დოქტორ დარეჯან დუღაშვილის თანაავტორობით, სისტემური მიდგომის განვითარების მიზნით შექმნა და დანერგა რისკის შეფასების საწყისი წერტილის კონცეფცია. ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – 1998-1999. - გვ. 386; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.44; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.383 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |