შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვიქტორ გამყრელიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი აწყური, ახმეტის რაიონი. დაამთავრა თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტი 1884 წელს. 1885–1900წწ. იყო თბილისის ქართული თეატრის მსახიობი; რამდენიმე სეზონი მუშაობდა ქუთაისის თეატრშიც; ასრულებდა კომიკურ–სახასიათო და დრამატულ როლებს; 1925–1935წწ. მუშაობდა "სახკინმრეწვის" სტუდიაში; შესრულებული აქვს შემდეგი როლები: გიჟუა(ა. ცაგარელის "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ"), ვანო ფანტიაშვილი(ა. ცაგარელის "ხანუმა"), გელა(ა. წერეთლის "პატარა კახი"), კლავდიუსი (უ. შექსპირის "ჰამლეტი") და სხვ. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.546; საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1991. -გვ.9 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |