The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ერეკლე გამყრელიძე

ერეკლე გამყრელიძე
დაბადების თარიღი:8 მაისი, 1933  (90 წლის)
კატეგორია:გეოლოგი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო–გეოლოგიის ფაკულტეტი 1956 წელს. 1956–1957წწ. საქართველოს ფერადი ლითონების საძიებო ტრესტი; 1957–1958წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლაბორანტი; 1961–1966წწ.საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გეოლოგიის ინსტიტუტი, უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1966–1975წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გეოლოგიის ინსტიტუტი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1975 წლიდან ა. ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტის ტექტონიკის, რეგიონული გეოლოგიისა და სეისმოტექტონიკის განყოფილების ხელმძღვანელი; 1969-1996წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, უფროსი მასწავლებელი, დოცენტი, პროფესორი; გეოლოგიურ–მინერალოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (1974), პროფესორი (1984). 1988 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა განყოფილება, აკადემიკოს-მდივანი. 

 წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ. 546; geolinst.tsu.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • მსოფლიოს გეოლოგიური რუკის კომისია (პარიზი), წევრი (1986-1999)
  • საერთაშორისო პლანეტოლოგიური ასოციაცია (კალიფორნიის უნივერსიტეტი, აშშ) , წევრი (1976-)
  • საქართველოს გეოლოგიური საზოგადოება, პრეზიდენტი (1996-)
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1984-)
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, წევრ-კორესპონდენტი (1983-)
  • სსრკ-ს უწყებათაშორისი ტექტონიკური კომიტეტი, წევრი (1976-1990)
  • ქართული ენციკლოპედიის მთავარი სამეცნიერო საბჭო, წევრი (1984-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2008 - ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის პრემია
  • 1998 - ღირსების ორდენი
  • 1988 - სლოვაკეთის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო სიგელი
  • 1986 - ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის პრემია
  • 1984 - XXVII საერთაშორისო გეოლოგიური კონგრესის საპატიო დიპლომი და ვერცხლის ნიშანი
  • 1976 - საქართველოს სსრ სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენის საპატიო დიპლომი
  • საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სიგელი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: