შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გია ციხისთავი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ქვემო ჭალა, კასპის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი 1969 წელს. 1959-1961წწ. კასპის ელექტროაპარატურის ქარხნის ზეინკალი; 1963-1966წწ. სამხედრო სამსახური; 1969-1971წწ. შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემა; 1971-1990წწ. თბილისის კოოპერატიული ტექნიკუმის განყოფილების გამგე, დირექტორის მოადგილე; 1990-1991წწ. თბილისის ბიზნესის ინსტიტუტის პრორექტორი; 1991-1992წწ. თბილისის კოოპერატიული ტექნიკუმის დირექტორი, კომერციული კოლეჯის დირექტორი; 1992-1995წწ. საქართველოს პარლამენტის მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: ბლოკი "ერთობა", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 1995-1999წწ. საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს მოქალაქეთა კავშირი", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – 1998-1999. - გვ. 385; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.382 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |