The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მარიამ ცისკაძე

მარიამ ცისკაძე
დაბადების თარიღი:19 ნოემბერი, 1960  (63 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, იურისტი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1982 წელს.

1982-1991წწ. იყო სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1989-2005წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოცენტი; 1991-1998წწ. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე; 1998-1999წწ. სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე; 1999-2009წწ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს  მოსამართლე; 2009-2010წწ. საქართველოს ეროვნული ბანკის იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე; 2005-2013წწ.  საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის ლექტორი; 2010-2012წწ. გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში  მართლმსაჯულების ხელმისაწვდოომობისა და ადამიანის უფლებათა დაცვის ექსპერტი; 2005 წლიდან  თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის ასოცირებული პროფესორი; 2013 წლიდან არასამეწარმეო იურიდიული პირი "სამართლის დარგებში და ფსიქო-სოციალურ აღზრდაში ცოდნის გაღრმავების მარიამ ცისკაძის ცენტრის" დამფუძნებელი და დირექტორი; ქართულ და გერმანულ ჟურნალებში გამოქვეყნებულია მისი სტატიები სამოქალაქო სამართლის საკითხებზე.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – 1998-1999. - გვ. 383; საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებ-გვერდი: hcoj.gov.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია, წევრი (2010-)
  • საქართველოს ადვოკატთა ტესტირების საგამოცდო კომისია, წევრი (2010-)
  • საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ახალი პროექტის შემმუშავებელი სახელმწიფო კომისია, წევრი (1991-1997)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2013 - ღირსების ორდენი

გააზიარე: