The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თენგიზ ბაქანიძე

დაბადების თარიღი:15 მაისი, 1928  (95 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სანიტარულ - ჰიგიენური ფაკულტეტი 1949 წელს.

1950 წელს იყო ადლერის სანეპიდსადგურის სანიტარული ექიმი; 1951–1954წწ. ასპინძის სანეპიდსადგურის ეპიდემიოლოგი; 1954–1960წწ. თბილისის რესპუბლიკური სანეპიდსადგურის ეპიდემიოლოგი, მთავარი ექიმი; 1960–1964წწ. თბილისის სამედიცინო პარაზიტოლოგიის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1972 წლიდან ამავე ინსტიტუტის ბრუცელოზის ეპიდემიოლოგიის განყოფილების გამგე; 1978–1982წწ. ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი ეპიდემიოლოგი. ავტორია 52 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც ეხება ბრუცელოზის ავადობის, ჰელმინთოზებთან ბრძოლის ორგანიზაციას. არის ექიმი–ეპიდემიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ანკილოსტომიტოზის ეპიდემიოლოგიის მკურნალობის და იმუნოდიაგნოსტიკის ზოგიერთი საკითხი საქართველოში", დაიცვა 1970 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.30; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.353

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ეპიდემიოლოგთა საზოგადოება, წევრი
  • საქართველოს ინფექციონისტთა საზოგადოება, წევრი
  • საქართველოს მიკრობიოლოგთა საზოგადოება, წევრი
  • საქართველოს პარაზიტოლოგთა საზოგადოება, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1999 - ღირსების მედალი
    მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვაში შეტანილი დიდი წვლილისათვის, ჯანდაცვის სისტემის რეორიენტაციის პროცესში აქტიური მონაწილეობისა და ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის

გააზიარე: