The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სოსო ცინცაძე

სოსო ცინცაძე
დაბადების თარიღი:1 სექტემბერი, 1935  (88 წლის)
კატეგორია:ისტორიკოსი, მეცნიერი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1959 წელს.

1960-1964წწ. იყო მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტის თანაშემწე; 1964-1975წწ. ისტორიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1975-1997წწ. ეროვნებათშორის ურთიერთობათა კვლევის ცენტრის განყოფილების გამგე. არის დიპლომატიური აკადემიის რექტორი. გამოქვეყნებული აქვს 200-მდე სტატია და 18 მონოგრაფია. ექსპერტი-პოლიტოლოგი.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "ირიბი მმართველობის სისტემა", დაიცვა 1987 წელს.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – 1998-1999. - გვ. 382


ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საგარეო-პოლიტიკური ასოციაცია, პრეზიდენტი
  • საქართველოს პოლიტიკურ მეცნიერებათა აკადემია, წევრი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: