Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
დიტო ცინცაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი 1981 წელს. 1990 წლამდე მუშაობდა კინოსტუდია "ქართული ფილმში; 1990-1994წწ. კინოსტუდია "შვიდკაცაში"; 1997 წელს გახდა გერმანიის(ბერლინის) "Nipkow" და "Daad" პროგრამების სტიპენდიანტი და იმავე წელს დროებით საცხოვრებლად გადავიდა ბერლინში. არის რეჟისორი ფილმებისა: "კვაზიმონდო"(1981), "თეთრი ღამე"(1984), "დახატული წრე" (1988), "ზღვარზე (1993), "კაცი საელჩოდან"(2006), "მედიატორი"(2008), ელდარ შენგელაია (დოკუმენტური, 2008) და სხვ. სცენარის ავტორია ფილმების: "დახატული წრე"(1988), "ზღვარზე"(1993), "მედიატორი"(2008), "ელდარ შენგელაია"(2008) და სხვ. დამდგმელი მხატვარია ფილმის "ზღვარზე"(1993). მიღებული აქვს სან-სებასტიანის საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი პრიზი ფილმისათვის "გასროლის შიში" (2003, ესპანეთი), "ოქროს არწივი" თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე საუკეთესო რეჟისურისათვის, ლოკარნოს საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზი "ვერცხლის ლეოპარდი". წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – 1998-199. - გვ. 381; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი : geocinema.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |