The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ანზორ ცაგურია

ანზორ ცაგურია
Date of birth:22 March, 1945  (81 years)
Category:Public official, Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. სენაკი.

დაამთავრა სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტი ქიმიური და კვების მრეწველობის ფაკულტეტი 1970 წელს.

1963-1964წწ. იყო დამზადების კანტორის მუშა; 1967-1970წწ. ხალიჩების კომბინატის ფიზკულტურის მეთოდისტი; 1971-1972წწ. საქართველოს ალკკ ცხაკაიას რაიკომის მეორე მდივანი; 1972-1978წწ. პირველი მდივანი; 1978-1991წწ. ცხაკაიას რაიონული საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარის მოადგილე; 1991-1992წწ. სენაკის რაიონის პრეფექტის პირველი მოადგილე; 1992-1995წწ. სენაკის რაიონული გამგეობის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, სენაკის საკრებულოს გამგეობის თავმჯდომარე; 1996 წლიდან სენაკის მერი. ძირითად სამუშაოსთან ერთად აქტიურად არის ჩართული საზოგაოებრივ საქმიანობაში – არის "საზოგადოება სენაკელის" თავმჯდომარის მოადგილე, 2017 წელს იყო სენაკის მუნიციპალიტეტის გამგებლის მრჩეველთა საბჭოს წევრი; 2018 წლის 11 ოქტომბერს არჩეულ იქნა სენაკის მუნიცპალიტეტის მერის სათათბირო ორგანოს – სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარედ. არის გაზეთ "სენაკის უწყებანის" დამფუძნებელი, გამოცემული აქვს უხვად ილუსტრირებული წიგნები – "სენაკი" და "სენაკი ჩემპიონთა საბუდარი". დაჯილდოებულია საკავშირო სამკერდე ნიშნით – "კომკავშირში აქტიური მუშაობისათვის" (1970); საქართველოს ხელოვნების, მასმედიის, კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებების, სპორტისა და ტურიზმის მუშაკთა პროფესიული კავშირის მიერ 2019 წლის 25 სექტემბერს დაჯილდოვდა საპატიო სიგელით მუნიციპალიტეტის კულტურულ ცხოვრებაში აქტიური საქმიანობისათვის.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – 1998-199. - გვ. 380; სენაკის საპატიო მოქალაქეები / ანზორ ცაგურია, ვაჟა დანელია/. - სენაკი, 2020. -გვ. 222-225

Awards and Honors

  • 1976 - საპატიო ნიშნის ორდენი
  • 1973 - მედალი "შრომითი წარჩინებისთვის"
  • 1970 - მედალი "შრომითი მამაცობისთვის"
  • სენაკის საპატიო მოქალაქე

Bibliography


Share: