The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რევაზ გამყრელიძე

რევაზ გამყრელიძე
დაბადების თარიღი:4 თებერვალი, 1927  (97 წლის)
კატეგორია:მათემატიკოსი, მეცნიერი, ფიზიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1946 წელს; მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1950 წელს; მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა 1953 წელს.

1953-1955წწ.  რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ვ. სტეკლოვის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტი, უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1955-1988წწ. ამავე ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1988-1998წწ. დიფერენციალური განტოლებებისა და მართვის თეორიის განყოფილების გამგე; 1999 წლიდან რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის მეცნიერი მრჩეველი. მეცნიერული ინტერესების სფერო: ტოპოლოგია და ალგებრული გეომეტრია. 1955 წლიდან ავითარებდა ოპტიმალურ კონტროლის თეორიას, რომელიც წარმოადგენდა მათემატიკურ მიდგომას თვითმფრინავებისა და რაკეტებისათვის ოპტიმალური ასაფრენი ბილიკის შექმნასთან დაკავშირებით. იგი არის დამფუძნებელი რედაქტორი მათემატიკური მეცნიერებების ენციკლოპედიისა (Encyclopedia of Mathematical Sciences). გამოქვეყნებული აქვს 100-მდე ნაშრომი. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი (1953), ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1961), პროფესორი (1962).

წყარო: საქართველოს მათემატიკოსები და მექანიკოსები: ბიოგრაფიული ცნობარი/ნოდარ მახვილაძე. -თბ., 2016. -გვ.195; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: science.org.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • რუსეთის მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (2003-)
  • რუსეთის მეცნიერებათა აკადემია, წევრ-კორესპონდენტი (1981-)
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1969-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1985 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • 1980 - ანდრია რაზმაძის სახელობის პრემია
  • 1962 - ლენინური პრემია

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: