Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გური ცაგარეიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მეტალურგიის ფაკულტეტი 1958 წელს. 1958-1998წწ. მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მეტალურგიის ინსტიტუტში, 1966 წლიდან - ლაბორატორიის გამგის, 1990 წლიდან - სამეცნიერო ნაწილში დირექტორის მოადგილედ; 1964 წელს დაიცვა საკანდიდატო, 1972 წელს - სადოქტორო დისერტაცია; 1976 წელს მიენიჭა პროფესორის სამეცნიერო წოდება; არის 160-მდე სტატიისა და 4 მონოგრაფიის ავტორი. მისი მეცნიერული მოღვაწეობა ძირითადად მოიცავდა მასალათმცოდნეობის, მყარი სხეულების ფიზიკისა და არაორგანული ქიმიის დარგებს. ჩატარებული აქვს ფუნდამენტური და გამოყენებითი ხასიათის კომპლექსური კვლევები მაღალი სისუფთავის კრისტალური ბორისა და ბორის ფუძეზე მასალების მისაღებად, მათი სტრუქტურისა და თვისებების შესასწავლად. მის მიერ შექმნილია ახალი მეცნიერული მიმართულება - ბორის თეორიული და გამოყენებითი მასალათმცოდნეობა. პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. ინჟინერ-მეტალურგი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1972), პროფესორი (1976). სადოქტორო დისერტაციის თემა - "B-რომბოედრული ბორის წარმოქმნის პირობების, სტრუქტურისა და თვისებების თავისებურებათა გამოკვლევა", დაიცვა 1972 წელს. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – 1998-199. - გვ. 380; გამოჩენილი ინჟინრები და მეცნიერები: კრებული/შემდგ.: მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე [და სხვ.]. -თბ., 2012. -გვ.161 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |