The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუკის გვერდზე



ვაჟა ცაბუტაშვილი

დაბადების თარიღი:10 მარტი, 1948  (69 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სიღნაღის რაიონი, სოფელი ბოდბისხევი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი 1971 წელს.

1971-1973წწ. იყო გაზეთ "კოლმეურნეს" რადიომაუწყებლობის რედაქტორი; 1973 წელს კომუნისტური პარტიის სიღნაღის რაიკომის ინსტრუქტორი, პოლიტკაბინეტის გამგე; 1973-1976წწ. კომკავშირის რაიკომის I მდივანი; 1976-1983წწ. კომუნისტური პარტიის რაიკომის საორგანიზაციო განყოფილების გამგე; 1983-1990წწ. III და II მდივანი; 1990-1994წწ. კოოპერატივ "ოქროს საწმისის" დირექტორი; 1994 წლიდან სიღნაღის რაიონის გამგებელი.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – 1998-199. - გვ. 379


ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საზოგადოება "ქიზიყი", გამგეობის თავმჯდომარე (1990-)
  • საქართველოს მოქალაქეთა კავშირი (1994-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1976 - საპატიო ნიშნის ორდენი

გააზიარე: