The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალეკო ცაბაძე

ალეკო ცაბაძე
ოფიციალური სახელი:ალექსანდრე ცაბაძე
დაბადების თარიღი:10 ნოემბერი, 1956  (67 წლის)
კატეგორია:რეჟისორი, სცენარისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი 1982 წელს.

1986 წლიდან იყო კინოსტუდია "ქართული ფილმის" რეჟისორი; კინოსტუდიასთან არსებული სასწავლო სტუდიის სამხატვრო ხელმძღვანელი; 1995 წელს ნიუ-იორკში გაიარა კინოდრამატურგიის კურსები; ცხოვრობდა და მუშაობდა გერმანიაში (1992-1993), ამერიკაში (1991, 1993-1997); რეჟისორია ფილმებისა: "ლაქა" (1986), "ღამის ცეკვა" (1991), "მარტოობის ორდენის კავალერი" (1999), "რუსული სამკუთხედი" (2007); "რენე მიდის ჰოლივუდში" (2010) და სხვ.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – 1998-199. - გვ. 379

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2008 - მოსკოვის საერთაშორისო ფესტივალი "რუსული სამკუთხედი", პრემია "ნიკა" (როგორც ესენგესა და პრიბალტიკის ქვეყნების საუკეთესო ფილმი)
  • 2007 - მოსკოვის საერთაშორისო ფესტივალი "რუსული სამკუთხედი", ჟიურის სპეციალური პრიზი
  • 1997 - საქართველოს კინოაკადემია, სამი მთავარი პრიზი, ფილმი "ღამის ცეკვა"
  • 1992 - სალონიკის საერთაშორისო კინოფესტივალი, I პრიზი, ფილმი "ღამის ცეკვა"
  • 1987 - ლოკარნოს საერთაშორისო კინოფესტივალი, II პრიზი საუკეთესო რეჟისურისთვის, ფილმი "ლაქა"
  • 1987 - მინსკის საკავშირო ტელეფესტივალი, პრიზი საუკეთესო რეჟისურისთვის, ფილმი "ლაქა"
  • 1987 - კოშალინის საერთაშორისო ფესტივალი, პრიზი საუკეთესო რეჟისურისთვის, ფილმი "ლაქა"
  • 1987 - თბილისის სტუდენტური ფილმების ფესტივალი, I პრიზი, ფილმი "ლაქა"

გააზიარე: