The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნინო ჩხობაძე

ნინო ჩხობაძე
დაბადების თარიღი:28 იანვარი, 1961  (63 წლის)
კატეგორია:ბიოლოგი, თანამდებობის პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

 დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი 1985 წელს; 1990 წელს ასპირანტურა ეკოლოგიის განხრით.

1978-1980წწ. იყო ქუთაისის N4 პოლიკლინიკის სანიტარი; 1984-1985წწ. პედაგოგიური ინსტიტუტის კომკავშირის კომიტეტის მდივნის მოადგილე; 1985-1888წწ. მდივანი; 1991 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტის ეკოლოგიის კათედრის უფროსი ლაბორანტი; 1993-1995წწ. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე, მინისტრი.

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – 1998-1999. - გვ. 378.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • მწვანეთა მოძრაობის ეკოლოგიური ასოციაცია, სწავლული მდივანი (1989-)
  • საქართველოს მწვანეების ცენტრალური საბჭო, წევრი (1995-)
  • საქართველოს მწვანეთა დარბაზი, წევრი (1989-)
  • საქართველოს მწვანეთა პარტია, წევრი (1994-)

გააზიარე: