The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი გოლეთიანი

გიორგი გოლეთიანი
დაბადების თარიღი:16 იანვარი, 1903
გარდაცვ. თარიღი:21 ივლისი, 1975  (72 წლის ასაკში)
კატეგორია:მეცნიერი, პედაგოგი, ქიმიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ნაკურალეში, ცაგერის რაიონი. 

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრონომიული ფაკულტეტი 1927 წელს.

1927-1939წწ. მუშაობდა ოზურგეთში ანასეულის ჩაისა და სხვა კულტურების სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში; ამავე წლებში დაიცვა დისერტაცია მოსკოვის ტიმირიაზევის სახელობის აკადემიაში; 1941-1945წწ. მსახურობდა წითელ არმიაში და იბრძოდა ფრონტის წინა ხაზზე. 1952-1957წწ. იყო ქუთაისის სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტის დირექტორი; 1954-1959წწ. - აგროქიმიისა და ზოგადი მიწათმოქმედების კათედრის გამგე; 1959-1975წწ. - საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტის აგროქიმიისა და ზოგადი მიწათმოქმედების კათედრის გამგე. იკვლევდა დასავლეთ საქართველოს წითელმიწა ნიადაგის მჟავიანობის საკითხებს, ამ ნიადაგის გავლენას ჩაის კულტურაზე. 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. მიღებული აქვს მთავრობის მრავალი ჯილდო, მედალი და ორდენი. აგროქიმიკოსი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი (1959), პროფესორი (1961).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.84; აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორები = The rectors of Akaki Tsereteli State University/იმერ ბასილაძე, ნესტან კუტივაძე. -ქუთაისი, 2013. -გვ.95-97

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1974 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: