შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რამაზ ჩხიკვაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1951 წელს. 1951 წლიდან რუსთაველის თეატრის მსახიობია. მონაწილეობდა მრავალ სპექტაკლსა თუ კინოფილმში, რადიო და ტელედადგმაში. როლები: ლეანდრო (ჯ. ფლეჩერის "ესპანელი მღვდელი"), ვეფხია გაბიდაური (კ. ბუაჩიძის "ამბავი სიყვარულისა), ქოსა მრჩეველი (გ. ნახუცრიშვილის "ჭინჭრაქა"), მაქჰითი (ბ. ბრეხტის "სამგროშიანი ოპერა"), თედო (მ. ელიოზიშვილის "ბებერი მეზურნეები"), ფადინარი (ე. ლაბიშის "ჩალის ქუდი"), აკოფა (ა. ცაგარელის "ხანუმა"), კირილე მიმინოშვილი (დ. კლდიაშვილის "სამანიშვილის დედინაცვალი"), შოშია (ნ. დუმბაძის "საბრალდებო დასკვნა") და სხვა. ახალი ეტაპია რ. ჩხიკვაძის შემოქმედებაში რეჟისორ რ. სტურუას დადგმებში მონაწილეობა, ყვარყვარე (პ. კაკაბაძის "ყვარყვარე"), აზდაკი (ბ. ბრეხტის "კავკასიური ცარცის წრე"), რიჩარდ მესამე (უ. შექსპირის "რიჩარდ მესამე") და სხვ. ამ როლებმა მსოფლიო აღიარება მოუპოვა. პირველი კინოროლი "ჭრიჭინაში" ითამაშა, გადაღებულია ასამდე ფილმში: "ჭრიჭინა" (1954), "დღე პირველი, დღე უკანასკნელი" (1959), "წარსული ზაფხული" (1962), "ვედრება" (1967), "ლონდრე" (1967), "ნუცა" (1971), "ნერგები" (1973), "მთვარის მოტაცება" (1973), "ერთი ნახვით შეყვარება" (1975), "ჩირიკი და ჩიკიტელა" (1975), "სოფლის აშიკი"(1976), "ნატვრის ხე" (1977), "არევიკი" (1978), "ნაზარის უკანასკნელი ლოცვა"(1988), "აშუღ ყარიბი" (1988), "ამხანაგ სტალინის მოგზაურობა აფრიკაში" (1991), "შავი პრინცი"(2001) და ა.შ. 2006 წლის 28 თებერვალს რუსთაველის თეატრის წინ რამაზ ჩხიკვაძის ვარსკვლავი გაიხსნა. თეატრისა და კინოს მსახიობი. წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – 1998-1999. - გვ. 377; საქართველოს კულტურის სამინისტროს ვებგვერდი: mcs.gov.ge; ეროვნული ფილმოგრაფია: geocinema.ge; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.90 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |