| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლელა ბაქანიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი 1979 წელს. 1979–1988წწ. იყო შავი ჭირის საწინააღმდეგო საქართველოს სადგურის განსაკუთრებით საშიში ვირუსული ინფექციების ლაბორატორიის ექიმი–ვირუსოლოგი; 1988–2001წწ. ამავე სადგურის (1991 სადგური გადაკეთდა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრად) ელ. მიკროსკოპის ლაბორატორიის გამგე; 2001-2006წწ. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ბიოუსაფრთხოებისა და საფრთხის შემცირების დეპარტამენტის უფროსი, ხოლო 2006-2012წწ. ამავე ცენტრის განსაკუთრებით საშიში ინფექციების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე; ამ პერიოდში აქტიურად იყო ჩართული ისეთი საერთაშორისო პროექტების განხორციელებაში, როგორებიცაა: "ბაქტერიული ინფექციების მოლეკულური ეპიდემიოლოგია და ანტიბიოტიკო-რეზისტენტობა საქართველოში" (2002-2006, მენეჯერი), "მოლეკულური ფინგერპრინტის გამოყენება Yersinia pestis და Francisella tularensis -ი ბუნებრივი კერების გეოგრაფიულ დახასიათებისა და ეპიდზედამხედველობისათვის საქართველოში" (2003-2005, ძირითადი მკვლევარი), "საქართველოს შავი ჭირის ბუნებრივი კერებიდან გამოყოფილი Yersinia pestis შტამების ეკოლოგია, გენეტიკური კლასტერირება და ვირულენტობა" (2005-2009, მენეჯერი), "აქტიური ეპიდზედამხედველობა განსაკუთრებით საშიშ პათოგენებზე სამხრეთ კავკასიის რეგიონში" (2009-2011, მენეჯერი), "ბიორისკის მენეჯმენტის შესახებ ცოდნის შემუშავება და საუკეთესო პრაქტიკის ტრანსფერი" (2013-2015, მენეჯერი), "უნივერსიტეტებისა და ინსტიტუტების საერთაშორისო ქსელი ბიოტექნოლოგიაში ორმაგი გამოყენების პრობლემის შესახებ ცნობიერების ამაღლებისთვის" (2013-2015, მენეჯერი); 2005-2015წწ. იყო საკონტაქტო პირი საქართველოს მხრიდან გაერო-ს ბიოლოგიური იარაღის კონვენციისათვის; 2012-2016წწ. მუშაობდა საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში გაუვრცელებლობის პროგრამების მენეჯერად, იყო სრული პროფესორი; 2016-2024წწ. მუშაობდა ტაშკენტში, უზბეკეთში, ევროკავშირის ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთხის შემცირების მოწინავე გამოცდილების ცენტრების შუა აზიის სამდივნოს ძირითად ექსპერტად. ამ პერიოდში ის აქტიურად თანამშრომლობდა სამდივნოს პარტნიორ ქვეყნებთან (ავღანეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი, მონღოლეთი და პაკისტანი); 2025 წლიდან დაუბრუნდა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს, სადაც არის კოორდინატორი ბიოუსაფრთხოებისა და ბიოლოგიური დაცვის საკითხებში. ამასთან ის არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სრული პროფესორი; 2006 წლიდან არის "განვითარებადი ქვეყნების ინფექციების ჟურნალის" (Journal of Infections in Developing countries) რედკოლეგიის წევრი www.jidc.org; 2024 წლიდან - ჟურნალ "Frontiers in Microbiology"-ს რედაქტორი www.frontiersin.org. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ზოგიერთი ტოგა და რეტროვირუსის სტრუქტურა და მორფოგენეზი მონო და შერეული ინფექციების პირობებში", დაიცვა 1988 წელს (ქ. მოსკოვის პოლიომიელიტისა და ვირუსული ენცეფალიტების სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი). წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.30 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

