შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
არჩილ ბაქრაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1982 წელს. 1985–1987წწ. იყო ქირურგიის ინსტიტუტის უფროსი ლაბორანტი, უმცროსი და უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1988–1995წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამედიცინო სექსოლოგიის კათედრის დამაარსებელი და გამგე; 1989–1996წწ. სექსოპათოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის დირექტორი; 1996 წლიდან "ლიგა"–ს გენერალური დირექტორი. ავტორია 48 სამეცნიერო ნაშრომის სექსუალური მოშლილობის მკურნალობის პრობლემებზე. ექიმი–სექსოპათოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "არტერიული იმპოტენციის სადიაგნოსტიკო და სამკურნალო მეთოდების ჰემოდინამიკური შეფასება", დაიცვა 1987 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.30–31 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |