შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
შოთა გოლიაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ცხემლისხიდი, ოზურგეთის რაიონი. დაამთავრა საქართველოს სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტის სუბტროპიკული კულტურების ფაკულტეტი 1953 წელს. 1963-2006წწ. იყო ანასეულის ჩაის, სუბტროპიკული კულტურებისა და ჩაის მრეწველობის სამეცნიერო საწარმოო გაერთიანების სუბტროპიკული კულტურების სელექციისა და გენეტიკის განყოფილების გამგე; ეწეოდა სამეცნიერო და პედაგოგიურ მოღვაწეობას; იკვლევდა სუბტროპიკული კულტურების სელექციის თეორიულ და პრაქტიკულ საკითხებს; მისი უშუალო ხელმძღვანელობითა და მონაწილეობით გამოყვანილია სუბტროპიკული კულტურების 24 ახალი პერსპექტიული ჯიში და ფორმა; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები; II მსოფლიო ომის მონაწილე, აგრონომ–სუბტროპიკოსი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი (1993). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.85; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.301 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |