The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლევ გოლოვნია

ლევ გოლოვნია
დაბადების თარიღი:26 იანვარი, 1893
გარდაცვ. თარიღი:22 სექტემბერი, 1969  (76 წლის ასაკში)
კატეგორია:სპორტსმენი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა თბილისის კონსერვატორია ვოკალის განხრით 1923 წელს; აზერბაიჯანის ფიზკულტურის ინსტიტუტი 1932 წელს.

1919-1922წწ. იყო თბილისის "სკაუტის" ორგანიზაციის ხელმძღვანელი; 1922 წელს პირველი ქართული დივიზიის ფიზაღზრდის ინსტრუქტორი; სამონადირეო ძაღლების მსაჯი და ექსპერტი; 1935-1936წწ. აზერბაიჯანის ფიზკულტურის ინსტიტუტში განაგებდა ფარიკაობის კათედრას; 1937-1964წწ. იყო თბილისის ფიზკულტურის ინსტიტუტის ფარიკაობის კათედრის გამგე; მისი მრავალრიცხოვანი გამოკვლევებიდან აღსანიშნავია საფარიკაო ფაზის ჩაწერის გრაფიკული მეთოდი (1938); საქართველოში სპორტული ფარიკაობის პიონერი, საპატიო მსაჯი (1955).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.86

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1961 - საქართველოს სპორტის დამსახურებული მუშაკი
  • 1957 - სსრკ დამსახურებული მწვრთნელი
  • 1943 - სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი

გააზიარე: