შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თამარ გომართელი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ლანხუთის რაიონი, სოფელი სუფსა. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1950 წელს. 1958 წლიდან მუშაობდა ჟურნალ "საბჭოთა ხელოვნებაში" ლიტერატურულ მუშაკად; 1960-1980წწ. სახალხო თეატრების განყოფილების გამგედ; გამოიკვლია ქართული სახალხო თეატრების ისტორია; XIX-XXსს. მიჯნის აშუღთა და მუშა–პოეტების ცხოვრებისა და შემოქმედების საკითხები; პროფესორ–მასწავლებელ ქალთა წვლილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ცხოვრებაში; ქართულ ჟურნალ–გაზეთების ფურცლებზე სისტემატურად ბეჭდავდა სტატიაპორტრეტებს გამოჩენილ ქართველ მოღვაწეებზე; გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფიები; მიღებული აქვს ჟურნალისტური კონკურსების დიპლომები და პრიზები, მათ შორის საქართველოს ჟურნალისტთა კავშირის პრემია (1997). თეატრმცოდნე. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.88; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.381 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |