The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თამარ გომართელი

თამარ გომართელი
დაბადების თარიღი:31 დეკემბერი, 1915
გარდაცვ. თარიღი:28 თებერვალი, 1999  (83 წლის ასაკში)
კატეგორია:ჟურნალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ლანხუთის რაიონი, სოფელი სუფსა.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1950 წელს.

1958 წლიდან მუშაობდა ჟურნალ "საბჭოთა ხელოვნებაში" ლიტერატურულ მუშაკად; 1960-1980წწ. სახალხო თეატრების განყოფილების გამგედ; გამოიკვლია ქართული სახალხო თეატრების ისტორია; XIX-XXსს. მიჯნის აშუღთა და მუშა–პოეტების ცხოვრებისა და შემოქმედების საკითხები; პროფესორ–მასწავლებელ ქალთა წვლილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ცხოვრებაში; ქართულ ჟურნალ–გაზეთების ფურცლებზე სისტემატურად ბეჭდავდა სტატიაპორტრეტებს გამოჩენილ ქართველ მოღვაწეებზე; გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფიები; მიღებული აქვს ჟურნალისტური კონკურსების დიპლომები და პრიზები, მათ შორის საქართველოს ჟურნალისტთა კავშირის პრემია (1997). თეატრმცოდნე.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.88; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.381

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1996 - ღირსების ორდენი
    ქართულ თეატრმცოდნეობაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისა და ნაყოფიერი ჟურნალისტური მოღვაწეობისათვის
  • 1977 - კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემია
  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: