The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრე გომელაური

ალექსანდრე გომელაური
დაბადების თარიღი:22 სექტემბერი, 1907
გარდაცვ. თარიღი:29 ივლისი, 1966  (58 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

1927 წელს სასცენო მოღვაწეობა დაიწყო თბილსის მუშათა თეატრში; 1928-1931წწ. მუშაობდა თბილისის მოზარდ მაყურებელთა ქართულ თეატრში; 1931-1933წწ. ქუთაისის მოზარდ მაყურებელთა ქართულ ტეატრში; 1933 წლიდან გარდაცვალებამდე იყო კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის მსახიობი; შესრულებული აქვს 150–მდე როლი, მათ შორის: შვეიკი (ი. ჰაშეკის "გულადი ჯარისკაცი შვეიკი"), კაკუტა (პ. კაკაბაძის "ყვარყვარე თუთაბერი"), გიორგი (ი. ჭავჭავაძის "ჩატეხილი ხიდი"), ილია ჭავჭავაძე (გ. ნახუცრიშვილის "წიწამური"), გიჟუა და მოურავი (ა. ცაგარელის "რაც გინახავს ვეღარ ნახავ"); კინოროლებიდან აღსანიშნავია: სამხედრო ექიმი (1941, "ქალიშვილი გაღმიდან"), დევი (1955, "ცისკარა"), ომარაშვილი (1957, "ოთარაანთ ქვრივი"), ილია ჭავჭავაძე (1961, "გლახის ნაამბობი").

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.90

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1958 - საქართველოს სახალხო არტისტი

გააზიარე: