The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დავით გამეზარდაშვილი

დავით გამეზარდაშვილი
დაბადების თარიღი:21 ივლისი, 1920
გარდაცვ. თარიღი:21 დეკემბერი, 1985  (65 წლის ასაკში)
კატეგორია:კრიტიკოსი, ლიტერატურათმცოდნე, მეცნიერი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ჭიათურის რაიონი, სოფელი კაცხი. 

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1941 წელს.

1944 წლიდან იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ახალი ქართული ლიტერატურის კათედრის ასისტენტი; 1947–1951წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ასპირანტურის გამგე; 1953–1954წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის დეკანი; 1955 წელს ახალი ქართული ლიტერატურის კათედრის გამგე; 1956–1957წწ. შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორი; 1959 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის კათედრის გამგე. ლიტერატურათმცოდნე, ჟურნალისტიკის ისტორიკოსი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1958), პროფესორი (1959).

 წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1977.–გვ.539; ხსოვნის ნათელი : პოეზია, პროზა, წერილები, თარგმანები : 3 ტომად, . 1 /იდეის ავტ. და შემდგ. ელგუჯა მარღია. -თბ., 2013. -გვ.250

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1973 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: