The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვალერიან გომელაური

ვალერიან გომელაური
დაბადების თარიღი:1 იანვარი, 1933  (91 წლის)
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თელავი.

დაამთავრა ნოვოჩერკასკის ა. სუვოროვის სახელობის სამხედრო სასწავლებელი 1952 წელს; მოსკოვის რსფსრ უმაღლესი საბჭოს სახელობის უმაღლესი საჯარისო–სამეთაურო სასწავლებელი 1954 წელს; ლენინგრადის ზურგისა და ტრანსპორტის სამხედრო აკადემია 1967 წელს.

1979-1985 წწ. იყო შორეული აღმოსავლეთის სამხედრო ოლქის სარდლის მოადგილე; 1985-1988 წწ. სამხედრო მრჩეველი ეთიოპიაში; 1988-1991 წწ. ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სარდლის მოადგილე; 1992-2005 წწ. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის მრჩეველი–კონსულტანტი; საბჭოთა არმიის გენერალ–მაიორი (1982).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.90; სამხედრო ფიცის ერთგულნი: ქართველი გენერლები.-თბ., 2015.-გვ.108; წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.222

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2001 - ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი

გააზიარე: